საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია. მისი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს უკრაინაში დახმარების გაწევის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ-ით დაეხმარება.
„ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის მიწოდებას: ჰუმანიტარული დახმარება 100 მილიონი დოლარით და ნავთობპროდუქტები 300 მილიონი აშშ დოლარით“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.