სწრაფი კვების ობიექტების პოპულარობასთან ერთად საქართველოში მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის, ფასისა და ხარისხის ბურგერის დაგემოვნება შეუძლია. ბაზარზე არაერთი საბურგერე გამოჩნდა, რომელთა შორის მომხმარებლის მხრიდან რამდენიმე განსაკუთრებული მოწონებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ გურმანებს ურჩევნიათ ბურგერი საკუთარი გემოვნებით სახლებში დაამზადონ, ცნობილი საბურგერეები, როგორებიცაა - PIPES, BURGER BAR, BURGER CLUB და BURGER KING-ი, კრაფტ-ბურგერის კატეგორიაში მოწინავე ადგილს იკავებენ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა სად და რატომ მიირთმევენ ბურგერს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რა უნდა იყოს ბურგერის დამზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი?
მუსიკოს დათო ფორჩხიძის ოჯახი BURGER BAR-ის ხშირი სტუმარია, თუმცა, მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში პანდემიის შედეგადმ მისი მომზადება სახლის პირობებში ურჩევნია.
მომღერალი ლაშა ღლონტი კი BURGER KING-სა და BURGER CLUB-ს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მიიჩნევს, რომ აქ ხარისხი და მომსახურება, ფასთან ერთად ყველაზე მისაღებია.
მსახიობ გიორგი ცხადაძისთვის, რეჟიმიდან გამომდინარე რთულია მუდმივად სახლში მომზადებული საკვების მიღება, შესაბამისად სწრაფი კვების ობიექტები ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამ კუთხით ბურგერებში მისთვის პირველობას, Burger Club-ის პროდუქციის ხარისხი, არჩევანი და მომსახურება იკავებს.
რადგანაც სულ გადარბენაზე ვარ, ძალიან რთულია ჩემთვის კვება იმიტომ, რომ არასდროს არ არის იმის დრო, რომ ან სახლში ან რესტორანში ვისადილო. ამიტომ იდეალური ვარიანტია სწრაფი კვების ობიექტები, ამასთან ვცდილობ აქცენტი ჯანსაღ პროდუქტზე გავაკეთო, Burger Club-ის ხშირი სტუმარიც სწორედ ამიტომ ვარ. აქ განსაკუთრებული გარემოა, მომსახურება იდეალური, ხორცის ხარისხი კი არაჯანსაღი პროდუქტის სტერეოტიპს ანგრევს. მომწონს ინტერიერიც, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო ვეღარ ვსტუმრობთ, მიუხედავად ამისა Burger Club-ის ბურგერების დაგემოვნებას მიტანის სერვისის მეშვეობით ხშირად ვახერხებ — ამბობს მსახიობი.
„კომერსანტმა“ სწრაფი კვების ობიექტების შეფასება პლასტიკურ ქირურგსა და ცნობილ გურმანს კოტე მათითაიშვილსაც სთხოვა.
„საქართველოში უბრალოდ კარგი საბურგერეს პოვნა ძნელია, ძირითადად ხორცის ნაჭერი ჩადებულია გაურკვეველი წარმომავლობის პურში. თუ სწრაფი კვების ობიექტის გამოყენება გადავწყვიტე, საბოლოოდ მივდივარ Mcdonalds-ში. იმას, ვისაც გაუსინჯავს ნამდვილი ბურგერი რა არის, ყველამ იცის როგორი უნდა იყოს, ასეთი არ გამისინჯავს საქართველოში“- ამბობს ქირურგი.
მსახიობ და ტელეწამყვან ნიკა ქავთარაძეს კი მიაჩნია, რომ Burger Club-ი ერთ-ერთ საუკეთესო მოსახურებასა და არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, პროდუქტის ხარისხი კი ფასთან შესაბამისობაშია.„Burger Club-ს პროდუქციაში ხორცი არის გემრიელი, არჩევანი კარგი, მომსახურება კი სასიამოვნო, ზოგადად სხვა საბურგერეს არ ვსტუმრობ“ - ამბობს ნიკა ქავთარაძე.
„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელ ზაზა შენგელიას კი მიაჩნია, რომ ხარისხიანი სტეიკითა და სწორი რეცეპტით ბურგერი Pipes-ში მზადდება.“მე Pipes Burger-ის ხშირი სტუმარი ვარ, რადგან მათ პროდუქციაში ხარისხი ,სტეიკის წვნიანობა და რეცეპტი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ბურგერი“ - ამბობს შენგელია.