სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის უწყებაში - ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები დაანონსა

სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის უწყებაში - ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები დაანონსა

access_time2022-12-12 14:21:43

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი, მისი თქმით, აქამდე სისტემა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა.


 

„დღეს თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე, ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს არის ერთ-ერთ საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას, გაძლიერებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას. ძალიან მოკლედ გეტყვით, რას გულისხმობს აღნიშნული კოდექსი. დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილებაც, მათ შორის საუკეთესო პრაქტიკები დავამუშავეთ. აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში.


 

პირველი ხედვა, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, ეს არის შემდეგი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე გაფანტული იყო ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, არ იყო ეფექტური. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ. ამიტომ, ამის თაობაზე უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სამინისტროების ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, გავაანალიზეთ ყველამ ერთად და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.


 

ეს გარდა იმისა, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6 თვიანი, 8 თვიანი,11 თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6 თვიანი პროგრამა. არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა. ასევე, ჩვენ ერთად გვქონდა ამის თაობაზე საუბარი, გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება.


 


 ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება მოწესრიგება, სისტემის კარგად მომზადება. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ჯერ ერთი, ინფორმაციის მიღება და მეორე ის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი 2025 წლის 1იანვრიდან. ეს თემა გავლილი გვაქვს და შესაბამისი თანხები მობილიზებული იქნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაზეც (“ბიბლიურ თავისუფლება”) ისაუბრა, რომელიც მსურველებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება და განაცხადა, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება და ორგანიზაციაში გაწევრიანება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება.


 

 “ალბათ, ქვეყანაში არ მოიძებნება ამ ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს და არ განიცდის. ეს იყო “გირჩის” მოგონილი, მავნებლური, უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქტიური, ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ.


 

ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდევაც. და გეტყვით ახალ როგორ: აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა, დიდი პატივია მისი სახელის ხსენება ამ მთავრობის სხდომიდან… ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციის შესაძლებლობა” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპატრიარქოსთან უკვე  გაიარა.

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up