სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღია დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არსებობს ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს უპირისპირებს სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ.