სახელმწიფო დუმაში მხარს უჭერენ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის იდეას

სახელმწიფო დუმაში მხარს უჭერენ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის იდეას

access_time2023-02-14 00:00:12

სახელმწიფო დუმაში მხარს უჭერენ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის იდეას. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ვადამდე გაუქმებას და ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. „რაც უფრო მაღალი იქნება კომუნიკაცია რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მით უკეთესი“.

 

„მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გამოიარა საქართველოს ხელისუფლებასთან, ამ ქვეყანაში უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ძალიან თანაუგრძნობენ რუსეთის ფედერაციას და მხარს უჭერენ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი საავიაციო კომუნიკაციების აღდგენას,“  აცხადებს ნოვიკოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.



„რაც შეეხება ვიზებს, აქაც ანალოგიურად განვიხილავდი სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე უფრო ფრთხილად არის საჭირო ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ღირდეს ამ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის სერიოზულად შემსუბუქება,“ აღნიშნა ნოვიკოვმა.

 

დეკემბრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა აღნიშნა, რომ ამისათვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. ახლა რუსებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრებლად ვიზა სჭირდებათ. დეკემბრის დასაწყისში დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up