სახელმწიფო მინისტრი მეჯვრისხევსა და ნიქოზს ეწვია

სახელმწიფო მინისტრი მეჯვრისხევსა და ნიქოზს ეწვია

access_time2023-04-13 11:00:05

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ჩერნიშოვასთან ერთად, სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით. სახელმწიფო მინისტრი და გაერო-ს წარმომადგენელი ამბულატორიების მედპერსონალს შეხვდნენ და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ამასთან, განხილულ იქნა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

 


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს - ხელოვნების სკოლას ეწვია, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია ფუნქციონირებს. თეა ახვლედიანმა მეუფესთან ანიმაციური ფილმების 2023 წლის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის" საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების, ისევე როგორც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

  

„გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ისეთ სფეროებში როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. დღეს ჩვენ ვეწვიეთ შიდა ქართლის რეგიონში სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზს, გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის წარმომადგენლებთან ერთად. UNDP საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მხარს უჭერს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ასევე შეხვედრები გავმართეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მეჯვრისხევსა და ნიქოზში, ზოგადად შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების ერთობლივ გზებზე," - აღნიშნა თეა ახვლედიანმა. 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up