საზოგადოება შეაფასებს ჩვენ პროექტს, პარტნიორებთან კომუნიკაცია რატომ უნდა მქონდეს? - მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება შეაფასებს ჩვენ პროექტს, პარტნიორებთან კომუნიკაცია რატომ უნდა მქონდეს? - მიხეილ ყაველაშვილი

access_time2023-02-16 14:15:20

საზოგადოება შეაფასებს ჩვენ პროექტს, საზოგადოების არჩეული ვართ ჩვენ - უმრავლესობა, ეს არ არის საკმარისი?! ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?! ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს? – „კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა" - ეს ვკითხო ნედ პრაისს?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის" თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ნედ პრაისის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

 

„ნედ პრაისის განცხადებას რაც შეეხება, მიუხედავად პატივისცემისა და ამას ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას და ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ საზოგადოებას (ქართული და ამერიკული), ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და შეუძლია საზოგადოებას, რომ თავად განსაჯოს, თუ რას ვგულისხმობთ. აქ იქნება პუნქტობრივი განხილვა, პარლამენტში და ყველას შეეძლება (ნახოს). არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ არის გამჭვირვალობაზე საუბარი და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.

 

ვერ ვიგებ ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულებაა და მოწოდებები კეთდება, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი... მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ. მე შევთავაზე საზოგადოებას ორივე კანონპროექტი, ამერიკული და ჩვენი, საზოგადოებამ შეადაროს. ბევრად ლიბერალური მიდგომაა ჩვენს კანონპროექტში", - განაცხადა ყაველაშვილმა.


 

რაც შეეხება საკითხს, თუ სად მოისმენენ საზოგადოების აზრს ამ პროექტზე ან რამდენად ექნებათ კონსულტაციები ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან და თავად პარტნიორებთან, რომლებსაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ პროექტთან მიმართებით, ყაველაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობა სწორედ საზოგადოების არჩეულია და გაუგებარია კომუნიკაცია ვისთან უნდა ჰქონდეს.

 

„საზოგადოება შეაფასებს - საზოგადოების არჩეული ვართ ჩვენ, უმრავლესობა, ეს არ არის საკმარისი? პარლამენტი რისთვის ფუნქციონირებს, კანონის ინიცირება სად უნდა მოხდეს, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით, აბა თქვენ რას გულისხმობთ, რომ ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს? ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია? (პარტნიორებთან) რატომ უნდა მქონდეს? ჩვენი კონსტიტუცია წაიკითხეთ,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

დაზუსტებაზე, რომ კონსტიტუციაში გაწერილია ქვეყნის ევროპული კურსი და დაზუსტებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის, ხოლო როცა კრიტიკა გამოითქმის, რამდენად ფიქრობს, რომ დამატებით კონსულტაციებია საჭირო საერთაშორისო პარტნიორებთან ყაველაშვილი პასუხობს -

 

"ეს არ ნიშნავს, რომ ნედ პრაისს დავურეკო, რომ კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო".


ინტერპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up