საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ

access_time2023-04-06 22:00:47

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და  ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ და მოვითხოვთ სანქცირებული  მოსამართლეების გადადგომას და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას

.  

2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული შესაძლო კორუფციული სქემების საკითხზე რეაგირებისკენ საქართველოს ხელისუფლებას მრავალი წელია მოუწოდებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამგვარ ეჭვებს კატეგორიულად უარყოფდა და კრიტიკას „დამოუკიდებელ სასამართლოზე“ თავდასხმად აფასებდა.


საქართველოში აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციული საქმიანობის გამო პირთა მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, ეყრდნობა სანდო ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნული პირების შესვლა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.  



საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს - გარდა იმისა, რომ სასამართლო კლანის ხელში კონსოლიდირებული ძალაუფლება ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კლანის მხარდაჭერა სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხია.


შესაბამისად, ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ:


  • სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებაზე დაყრდნობით, აუცილებელია სრული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება.
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტების და სხვა სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  2. სამოქალაქო იდეა
  3. სასამართლოს გუშაგი
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  5. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  6. დემოკრატიის ინდექსი

 


თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up