საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პროცესების შეფასებასა და მყისიერ რეაგირებას სთხივენ რუსეთიდან, აფხაზეთის გავლით, თურქეთის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით.
„ვითხოვთ: 1. საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით წერტილი დაესვას ამ უკანონობას და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. 2. ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს თურქეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის და საქართველოს ელჩი გამოიწვიოს კონსულტაციებისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.