საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, დაასრულონ ეს კრიზისი და საჭირო რეფორმებზე შთანხმდნენ, რათა ქართველების მომავალი გააუმჯობესონ, - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე.
„საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის საიმედო პარტნიორია, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს. წლების განმავლობაში საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამჟამინდელ კრიზისზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ საჭიროა უთანხმოების მოგვარება. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. ამ კონფლიქტს ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანი მოაქვს და რუსეთს კარებს უხსნის. თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდი მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფასილიტაციაზე მუშაობს. ვაფასებ მათ მუშაობას. საქართველო ახლა კრიტიკულ მომენტში იმყოფება. თუ საქართველოს დემოკრატია ახლა არ იმუშავებს, არ ვიცი როდის შეძლებს ამას. საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობას დაკარგავს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, დაასრულონ ეს კრიზისი და საჭირო რეფორმებზე შეთანხმდნენ, რათა ქართველების მომავალი გააუმჯობესონ“, - განაცხადა სენატორმა.
imedinews.ge