სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აკრიტიკებს

სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აკრიტიკებს

access_time2021-10-22 18:30:39

ჯანდაცვის ექს-მინისტრმა, დეპუტატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ „ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა“.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა დაგვიანებულ ნაბიჯებს დგამს და ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, რის გამოც გვაქვს მდგომარეობა, როცა აზრი აღარ აქვს ტალღების თვლას, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია.

 

გავაკეთოთ დღევანდელი მდგომარეობის შეფასება - სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს აუცილებლად და სასწრაფოდ? ვართ იქ, რომ ტალღების თვლას - მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები, რაც გვაქვს, არის გაუარესების ტენდენციით, რაც გასაგებია რასაც ნიშნავს - მეტ დაავადებულს და სამწუხაროდ, მეტ გარდაცვლილს. შესაძლებლობა ჯანდაცვის სისტემას აქვს, რომ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე ეს კეთდება დღეს და ეს არის უბრალოდ გადამწყვეტი.

 


დღეს გვაქვს საშუალოდ 3 ათასი აცრა და ჩემი გათვლებით, მინიმუმ 50 ათასი ვაქცინა უნდა კეთდებოდეს დღეში. პირველი ნაკადი, რომლის აცრაც ზაფხულში დაიწყო, იყო იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც ჰქონდათ სწორი ინფორმაცია და სწორი განწყობა, რომ ეს საჭიროა. ახლა გვაქვს სურათი, როცა საზოგადოების არც თუ ისე მცირე, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი. ის სეგმენტი, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ვაქცინაცია საჭიროა, პრაქტიკულად დაფარულია, რადგან საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა - ბილბორდები, განცხადებები, კლიპები ტელევიზიებში. ახლა აუცილებელია გაკეთდეს მდგომარეობის თვისობრივი შეფასება. ამ დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა, ვგულისხმობ კომუნიკაციის მცოდნე ადამიანებმა უნდა შეაფასონ, რატომ არის ეს რეზისტენტობა საზოგადოებაში და რჩევა მისცენ ჯანდაცვის სისტემას. ეს ცნობილი იყო, რომ მივიდოდით იქამდე, სადაც ახლა ვართ.

 

ახლა ვაქცინაციის კამპანიაში რაოდენობრივი კომპონენტის გაზრდას აზრი არ აქვს. 10 ბილბორდი იქნება, 100 თუ 1000, 300 საეთერო წუთი იქნება კლიპების თუ 3000, უბრალოდ არაფერს შეცვლის.

 

აგრესიული რეზისტენტობის მიზეზებს უნდა სწორი და სწრაფი შესწავლა პროფესიონალების მიერ, რომლებმაც კი არ უნდა შეისწავლონ და გვითხრან, რომ აი, პრობლემაა - ეს ისედაც ვიცით, უნდა გვითხრან გამოსავალი, რა სახის კომუნიკაცია შედგეს მათთან.


 

ანტივაქსერების მოძრაობა საქართველოში წარმოუდგენლად ორგანიზებულია. ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, ახლა უკვე პრობლემა დახურული იქნებოდა.

 

ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

 

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 


რაც შეეხება იმას, ვინ არის შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელი, სერგეენკოს თქმით, „საომარი მოქმედებების დროს დამნაშავეების ძებნა არ შეიძლება“.

 


„ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

 


რაც შეეხება კითხვას, უთხოვია თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს მისთვის, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, პანდემიის მართვის და უშუალოდ იმუნიზაციის პროცესთან მიმართებაში რჩევების მიცემა, სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს მისთვის რჩევა არ უკითხავს.

 


„რჩევის მიცემა ჩემთვის არ უთხოვია. მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ამაზე ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up