სერგო ჩიხლაძე „მესამე ძალის“ ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„მეორე ტურისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური ხმების კონსოლიდაცია. მოვუწოდებთ ჩვენს და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, მორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ“, - აღნიშნა მან.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 30.7%. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
imedinews.ge