სერგო ჩიხლაძე - თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? - არანაირი ნდობა „ოცნების“ კვლევას არ აქვს

სერგო ჩიხლაძე - თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? - არანაირი ნდობა „ოცნების“ კვლევას არ აქვს

access_time2021-08-23 16:40:00

თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? - არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს,- ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

ჩიხლაძე აღნიშნულ კვლევას არასანდოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევებს, სანდოობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. ეს არის წინასაარჩევნო მცდელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე. წერენ პროცენტებს, რომელიც მათ აწყობთ. მანამე ჩვენ ვნახეთ, თბილისზე იყო ანალოგიური კვლევა, სადაც 60%-ზე მეტი დაიწერეს. ეს სანდოობას არ იწვევს.

კითხვა დავსვათ, თუ ამხელა პროცენტები აქვთ, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? გავიდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ 43%. არც ერთი კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით (გარდა იმისა, რასაც „ქართული ოცნება“ უკვეთავს), არც ჩვენი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის კვლევებით 30%-ზე მეტს ვერ აგროვებს. არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მცდელობა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს კვლევებით, რომ ის არის უპირობო ლიდერი. არაფერს ვამბობ სხვა პარტიების პროცენტებზე და განსაკუთრებით სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსის“ წინ წამოწევა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.


„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთი კონგლომერატის ან ერთი პარტიის გარშემო გავერთიანდებოდით, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავდა არჩევანს ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლისთვის. ოპოზიციური ამორჩეველი მრავალფეროვანია, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების. ამით ჩავკეტავდით გზას, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს, იმიტომ, რომ ერთი არჩევანის დატოვების შემთხვევაში, ძალიან ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი შეიძლება უბრალოდ არ მივიდეს არჩევნებზე. ამიტომ კარგია, რომ რამდენიმე ალტერნატიული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება ოპოზიციურ ამომრჩეველს. ვფიქრობთ, ეს არის სწორი ტაქტიკა, რაც ემსახურება მიზანს, რომ მთლიანად ოპოზიციურ ველზე დაიდოს მეტი ხმა. ოპოზიციურ ყულაბაში დავდოთ მეტი ხმა. ჩვენ გვაქვს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული ხედვა, ალტერნატიული გზა და ამას მივიტანთ ამომრჩევლამდე“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“- 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველო“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up