პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა 12 რეკომენდაციის შესრულება და ამბობს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულად გამართლებულია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად მიმაჩნია, რომ სესია სრულად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას ოპოზიციასა და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ერთად ყოფნით გადაწყვეტილი იყოს, - ამბობს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა.