შალვა ნათელაშვილის თქმით, რევოლუცია ქვეყანაში მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„რევოლუცია უკვე მოხდა, როდესაც ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და მარტო დატოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, გაურკვეველი დედალ-მამალი წარმონაქმნები. ყველას ხომ არ ჰგონია, რომ რევოლუცია არის ზარბაზნების სროლა და ქუჩებში თოფებით სირბილი?! ხელახალი არჩევნების გარეშე მშვიდობა როგორ იქნება. ხელახალი არჩევნების გარეშე საქართველოს ხელისუფლება არ ეყოლება და ასეთ დროს მშვიდობის გარანტიებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა. მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, მმართველი გუნდის ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.
imedinews.ge