შალვა პაპუაშვილი - მაისში გვიწევს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა, ევროკავშირის კომისია ივნისში აპირებს, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს

შალვა პაპუაშვილი - მაისში გვიწევს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა, ევროკავშირის კომისია ივნისში აპირებს, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს

access_time2022-04-18 21:00:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა მაისში უწევს.


როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, შექმნილი საბჭო, რომელიც კითხვარზე შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს.


ამასთან, პაპუაშვილის თქმით, კითხვები საჯაროა და მსურველებს მისი ნახვა შეუძლიათ.



„კითხვართან დაკავშირებით ვადებს რაც შეეხება, ერთი თვე არის ვადა შესავსებად და ამ ვადებს მიჰყვებიან შესაბამისი უწყებები, როგორც მოხდა გადანაწილება. იცით, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს საბჭოს, სადაც წარმოდგენილია ყველა უწყება, მოხდა გადანაწილება უწყებებს შორის საკითხების მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენ ველით კითხვარის მეორე ნაწილს აქაც შესაბამისად ვადებიც სხვა იქნება. ივნისში აპირებს ევროკავშირის კომისია, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს. ამიტომ, უნდა ავეწყოთ ისე, რომ როცა კომისიას ექნება საკუთარი დასკვნა გამოსატანი, ეს ყველაფერი წარდგენილი იყოს. დაახლოებით უწევს მაისის შუა რიცხვები პასუხების გასაგზავნად. რაც შეეხება ჩართულობას, კომიტეტები არიან ჩართულნი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აკოორდინირებს ამ საკითხს, რომ შეივსოს ეს კითხვარები. ყველამ ნახეთ კითხვარი რაც არის. არის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოსი, საერთოდ არ არის კითხვები, რომელიც შეფასებითი კატეგორიის არის. იქ არასწორი პასუხი ვერ იქნება, ვინაიდან დაფუძნებული არის ფაქტობრივ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მონაცემებს. ამიტომ, არსებობს საბჭო, რომლის გადაწყვეტილებით მოხდა გასაჯაროება. იცით რომ კითხვარის გასაჯაროება სავალდებულო არ არის, მათ შორის არც უკრაინას და არც მოლდოვას არ გაუსაჯაროებია. რაც მოვიძიეთ, ერთი ორი ქვეყანა იყო თუ არ ვცდები ბოსნია, რომლის კითხვარის ინტერნეტში მოძიება შეიძლება. ძირითადად არავის არ უჩნდება ისეთი კითხვები, ვინ როგორ შეავსებს. ნახეთ გასაჯაროვდა, დიდად მსურველი ვერ ვნახე ამ კითხვარის შევსების, ისევ მთავრობას და შესაბამის სტურუქტურებს მოუწევთ ამ რუტინული სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილი.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up