შალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო სესია იქნება საკმაოდ ინტენსიური - შესასრულებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაცია

შალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო სესია იქნება საკმაოდ ინტენსიური - შესასრულებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაცია

access_time2022-09-05 22:30:00

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საქმიანობა დეტალურად გაშუქდეს და მივიდეს მოსახლეობამდე - სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებიდან გამომდინარე, იქნება საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია და შესაბამისად, იქნება ბევრი მსჯელობა, რომელიც მნიშვნელოვანია, სწორად მივიდეს მოსახლეობამდე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის გეგმებსა და მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა.


„მიმდინარე კვირაც საკმაოდ დატვირთული იქნება და დიდი ალბათობით, სხდომები პარასკევის ჩათვლით გაიმართება. ამ კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ, მათ შორის: კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშს, კონკურენციის სააგენტოს წლიურ ანგარიშს, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ანგარიში, ასევე, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური დისკუსიები გველის. გარდა ამისა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უკვე ინიცირებულია კანონპროექტები. რამდენიმე კვირის წინ უკვე მოხდა კანონპროექტის ინიცირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეტად ასახვის მიმართულებით და განვიხილავთ ამ კანონპროექტსაც. ამას გარდა, ინიცირებული იქნა ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელსაც, ასევე მიმდინარე სასესიო კვირას განვიხილავთ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ევრო გადახდის სისტემასთან მიერთებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - ესეც ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ნაწილია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ოპოზიციის ნაწილის გეგმებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთვებიან.


​„იცით, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, რომელიც პარლამენტს აქვს ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოხდება უკვე ყველა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენა და შემდეგ ნოემბერ-დეკემბრამდე, უკვე მესამე მოსმენით, ამ გრაფიკის მიხედვით კანონპროექტების მიღება. ოპოზიციის ნაწილის გეგმებს რაც შეეხება, მინდა ვისურვო, რომ მართალია, ისინი არ ჩაერთვნენ საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ საკომიტეტო მუშაობაში მაინც ჩაერთვებიან. თუ აქვთ წინადადებები და იდეები, შეუძლიათ საკომიტეტო განხილვის ფორმატშიც წარმოადგინონ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up