შალვა პაპუაშვილი - თუ აქამდე, როცა 19 აპრილის შეთანხმება იყო ძალაში, ამ დისკუსიის შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, ახლა ეს ყველაფერი უბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს - ამ განხილვების შედეგად უნდა შევჯერდეთ საბოლოო ვერსიაზე

შალვა პაპუაშვილი - თუ აქამდე, როცა 19 აპრილის შეთანხმება იყო ძალაში, ამ დისკუსიის შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, ახლა ეს ყველაფერი უბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს - ამ განხილვების შედეგად უნდა შევჯერდეთ საბოლოო ვერსიაზე

access_time2021-08-17 15:40:00

თუკი აქამდე, როცა 19 აპრილის შეთანხმება იყო ძალაში, ამ დისკუსიის შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, ახლა ეს ყველაფერი უბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს - სწორედ ამ განხილვების შედეგად უნდა შევჯერდეთ საბოლოო ვერსიაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები სულ რამდენიმე საკითხს ეხება, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი საკითხია.


„ჩვენი დამოკიდებულებაა შემდეგი - ეს ცვლილებები, თავის დროზე, განაპირობა 19 აპრილის შეთანხმებამ, რომელიც ახლა არის ანულირებული. შესაბამისად, ამ დისკუსიაში შევდივართ ღია შედეგით, იმ კუთხით, რომ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა არგუმენტი და წარმოვადგინოთ ჩვენი, ამიტომაც გვაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. თუკი აქამდე, როცა 19 აპრილის შეთანხმება იყო ძალაში მდგომარეობა იყო ის, რომ ამ დისკუსიის შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, ახლა ეს ყველაფერი უბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელიც გულისხმობს, რომ სწორედ ამ განხილვების შედეგად უნდა შევჯერდეთ საბოლოო ვერსიაზე.



ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საარჩევნო ბარიერი. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2020 წლის არჩევნები ჩაატარა 1%-იანი ბარიერით. ასე რომ, ჩვენი განწყობა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი, როგორც დროებითი ზომა საჭირო შეიძლება იყოს იმისთვის, რომ განვითარდეს პარტიების სისტემა, ცნობილია. ზოგადად, ჩვენი განწყობა ამ საკითხის მიმართ არის კონსტრუქციული და პოზიტიური. თუკი აქამდე იყო, რომ ის, რაც შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, შედეგი ამ განხილვების წინასწარ იყო ცნობილი, ახლა ვისმენთ არგუმენტებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს თბილისში დასრულდება.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up