შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება - ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს

შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება - ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს

access_time2022-04-14 12:30:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ძალიან მეგობრული და თბილი საუბარი ჰქონდა. ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტი დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში შედგება.


„მინდა, კოლეგებს მოკლედ გაგაცნოთ ინფორმაცია. როგორც იცით და საჯაროდაც ითქვა, ამ დღეების განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, ბატონ რუსლან სტეფანჩუკთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მეგობრული და თბილისი საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხში გავერკვიეთ. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიოთ უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება, ახლა ვარკვევთ ორგანიზაციულ საკითხებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.



ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჰქონდათ საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შესთავაზეს მათ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.


„თქვენ ასევე, იცით, რომ ჩემი სურვილი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია მრავალპარტიული ყოფილიყო. გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გვქონდა შეთავაზება, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან, ასე ვთქვათ, თითო წარმომადგენელი იყოს. მართალია, ამ შემთხვევაში უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს შეთავაზება სწორი იყო. აქედან გამომდინარე, მე მექნება თხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ ამ დელეგაციისთვის. მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება. არის საკმაოდ საჩქარო საკითხი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. აქედან გამომდინარე, ველოდები ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up