შალვა პაპუაშვილი - უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე, რითაც დაადასტურა, რომ ბრალდება საქართველოს მიმართ იყო არამართებული

შალვა პაპუაშვილი - უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე, რითაც დაადასტურა, რომ ბრალდება საქართველოს მიმართ იყო არამართებული

access_time2022-04-26 13:40:00

დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არის არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიულად შეცვლა და ქვეყნის ჩართვა ომში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.


„უპირველეს ყოვლისა, ეს განცხადებაც და კომენტარიც იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. არ მინდა, ახლა ისევ ის ეპითეტები გავიმეორო, რასაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საზოგადოება იყენებს, მაგრამ სწორედ ამას ადასტურებს ომთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს არის მთელი ამ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიულად შეცვლა და ქვეყნის ჩართვა ომში. ეს არის სწორედ მიზანი და ამას ვხედავთ და ამას ადასტურებს ეს კომენტარიც.



ერთიც მინდა, ვთქვა, თუკი დავაკვირდებით, ეს ტალღები რას მოჰყვა – იცით, რომ იყო ძალიან თბილი, მეგობრული ვიზიტი უკრაინაში, მრავალპარტიული, რომელსაც ერთი პარტია გამოაკლდა, „ნაციონალური მოძრაობა“. მერე ვნახეთ, რაც გააკეთეს ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც იყო პირდაპირი დასტური საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის გაგებისა, მეგობრობისა, თანადგომისა; ზუსტად მეორე დღიდანვე დაიწყო კამპანია. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას თვალში ცუდად მოხვდა, რომ ურთიერთობები გარკვეული არის და მეორე დღიდანვე დაიწყო ეს დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კვლავ შეძლონ რომ რაღაცნაირად გააფუჭონ. მედიაწიგნიერებაში სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ხომ კონტექსტებს უნდა შევხედოთ. კონტექსტი ხომ ეს არის – თბილი, მეგობრული ვიზიტი უკრაინაში. მეორე დღიდანვე დაწყებული აგრესიული კამპანია იმისთვის, რომ ურთიერთობები გაფუჭდეს ხელისუფლებებს შორის. შემდეგ დეზინფორმაციული კამპანია სხვადასხვა ჩანაწერებით და ა.შ. ამიტომ ყველამ, საზოგადოებამაც და მედიამაც კონტექსტს უნდა მიაქციოს ყურადღება და ამ კონტექსტიდან თავის დასკვნები გამოიტანოს.


სხვათა შორის, აქვე გეტყვით, ჩვენ ვნახეთ უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც შეეხება ე.წ. კონტრაბანდას და ამით დაადასტურა, რომ ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ, იყო არამართებული, მსუბუქად რომ ვთქვათ; კარგია, რომ მან ეს არ დაადასტურა და აღარ გაიმეორა. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი ამოწურულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up