გაძვირდება თუ არა ბენზინი საქართველოში – ნავთობს $100–ს უწინასწარმეტყველებენ

გაძვირდება თუ არა ბენზინი საქართველოში – ნავთობს $100–ს უწინასწარმეტყველებენ

access_time2021-06-25 14:00:56

ყატარში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობკომპანიების ლიდერებმა, როგორებიცაა Exxon Mobil Corp, Royal Dutch Shell და Total განაცხადეს, რომ სექტორში ინვესტიციების უკმარისობის გამო, ნედლი ნავთობის ფასი, შესაძლოა, $100–მდე გაიზარდოს.

 

ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ორ სცენარს ვარაუდობენ, რომლებიც შეიძლება ბაზარზე განვითარდეს: ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს ერთ ბარელზე, მაგრამ შეიძლება შემცირდეს ძლიერი არასტაბილურობის გამო.

 

investing.com–ის ცნობით, ფასის ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებას EXXON Mobil Corp-ის დირექტორი დარენ ვუდი უჭერს მხარს, რომელიც აღნიშნავს, რომ მცირე ინვესტიციები „გააღრმავებს მოთხოვნა/მიწოდების დეფიციტს ეკონომიკის აღდგენის პროცესში, შემდეგ კი მოხდება გადაბალანსება, შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობზე მაღალ ფასებს უნდა ველოდოთ“.

 

ამასვე ადასტურებენ Trafigura Group, Bank of America და Goldman Sachs Inc-იც.


 

წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა Brent-ის ნავთობი 46%–ით, ასევე West Texas Intermediate – 70%–ით. რაც ბოლო ორნახევარ წელიწადში მაქსიმალური მაჩვენებელია.

 

ნავთობზე ფასების ზრდის მიზეზი ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციაა, რომელმაც მობილობა გააძლიერა და ასევე მოთხოვნა ბენზინზე გაიზარდა. დღეს ვხედავთ, რომ დასავლური ეკონომიკა კვლავ აღმასვლის კურსს ადგას, ევროპისა და ამერიკის გზები კვლავ გადატვირთულია და უფრო და უფრო მეტი ამერიკელი მოგზაურობს. ამან შეიძლება უახლოეს მომავალში ფასების მატება გამოიწვიოს, თუმცა გარკვეულ პერიოდში შეიძლება ეტაპობრივი შემცირებაც დაფიქსირდეს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ გლობალური და ქართული ნავთობის ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლარის დასტაბილურებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ბენზინზე ფასები შენარჩუნდა.  


„ზოგადად, ნავთობზე ფასი მიმდინარე ეტაპზე არის 2019 წლის დასაწყისის შემდგომ ყველაზე მაღალი.  ნავთობის ფასი არა პანდემიამდელ  ნიშნულს დაუბრუნდა, არამედ გაცილებით მაღალია. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება გადასცდა 75 დოლარს. ამის განმსაზღვრელი რამდენიმე ფუნდამენტალური ფაქტორია, უმთავრესი გახლავთ ის, რომ მსოფლიო პანდემიიდან გამოდის, პარალელურად ხდება ეკონომიკის გახსნა, აღდგენის პროცესი. ეს  ყველაფერი იწვევს მოთხოვნილების ზრდას და ამის პარალელურად OPEC პლუსი მოპოვების კვოტებს ამცირებს, რაც უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდების რეგლამენტირებას. გაზრდილია მოთხოვნა და შემცირებულია მოპოვება და წარმოება, თავისუფალი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე აღარ ტრიალებს და ფასები მიდის ზემოთ.

ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რაც ნიშნავს რომ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასებზე. ერთი ტონა ბენზინის ფასი 1–ელ ივნისს იყო 656 დოლარი, დღეს -  705 დოლარია, ანუ 24 დღეში გაზრდილია ბენზინის საერთაშორისო ფასი. დიზელის შემთხვევაში, ერთი ტონა დიზელი იყო 564 დოლარი, ახლა არის 603 დოლარი -  გვაქვს 40 დოლარიანი მატება. ამის პარალელურად ლარის გაცვლითი კურსი მყარდება და საერთაშორისო ფასები იზრდება. ვხედავთ, რომ ლარის გამყარებამ ვითარება დაასტაბილურა, ფასები დასტაბილურდა. უფრო მეტიც, არაბრენდირებულმა სადგურებმა საშუალოდ 5 თეთრით შეამცირეს ფასები.

როგორც მსხვილი კომპანიები ვარაუდობენ, ნავთობზე მოთხოვნილება იზრდება, ისინი ასევე ამბობენ, დიდი ინვესტიციებიცაა საჭირო, რათა წარმოება იყოს სტაბილური, ეს გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის წარმოება არ იქნება ისეთი დიდი მოცულობის“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up