შავი ზღვა: რუსეთის საომარი პოლიგონი  თუ მსოფლიოს სტრატეგიული წერტილი?

შავი ზღვა: რუსეთის საომარი პოლიგონი თუ მსოფლიოს სტრატეგიული წერტილი?

access_time2022-09-17 11:00:45

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CERA) ექსპერტები, აანალიზებენ, Nato-ს უსაფრთხოების პარამეტრების კონცეფციას შავ ზღვაში.


აშშ-ს თავდაცვითი სტრატეგია, როგორც წესი, შავი ზღვის რეგიონს ცალკე უსაფრთხოების ზონად არ გამოჰყოფდა. შავი ზღვის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და შუა აზიაში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების გამო ხშირად ჩრდილქვეშ რჩებოდა და საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა.


დღესდღეობით გაზრდილი ინტერესი, რუსეთის შავი ზღვის მილიტარიზაციით არის გამოწვეული, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ევროპისთვის, ისე აშშ-სთვის.


რუსეთის „ეგზისტენციალური“ ზღვა


სიტუაცია შავ ზღვაში არაერთხელ შეცვლილა. „მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთის სტრატეგიული მსოფლმხედველობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა შავის ზღვის მილიტარიზაციას. ყირიმის დაპყრობამ და უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ ერთხელ გაამყარა ეს მოსაზრება.


რუსეთის ქმედებები რეგიონში, აშშ-სა და ევროკავშირისთვის შეიძლება დიდი ხიფათის შემცველი აღმოჩნდეს. დასავლეთის მხრიდან აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული გეგმის დასახვა, რომელიც შავის ზღვის უსაფრთხოებას გრძელვადიანად უზრუნველყოფს,“- მიიჩნევს CERA-ს ექსპერტი.


CERA-ს პოლიტოლოგი სტივენ ჰორელი, ისტორიული კუთხით განიხილავს რუსეთის მილიტარიზაციას, შავიზღვისპირეთში: რუსეთს თეთრი ზღვიდან ყოველთვის ჰქონდა უპრობლემო გასასვლელი ოკეანეში. საბჭოთა კავშირის დროს, ჩრდილოეთით უამრავი საზღვაო ბაზის აშენების მიუხედავად, ეს ბაზები მაინც ვერ აკმაყოფილებდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს; ამიტომ ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ცდილობდა სამხედრო გზით ბალტიასა და შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შავი ზღვის მიმართ უფრო დიდი ინტერესები ჰქონდა. რუსეთისთვის შავი ზღვის ხელში ჩაგდებას იდეოლოგიური და საკრალური დატვირთვა აქვს, რადგან ის ამით, სტრატეგიული სარგებლის გარდა, აშშ-სა და ევროპას საკუთარ დიდებასა და ძალაუფლებას დაანახებს; ნაწილობრივ აღიდგენს საბჭოთა კავშირთან ერთად დაკარგულ სტატუსს.


არ არსებული დესანტი



ყირიმის დაპყრობა 2011 წლიდან დაიწყო, როცა რუსეთმა ნავთობიდან და გაზიდან მიღებული ფულით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეიარაღების მოდერნიზება დაიწყო, რასაც საბოლოოდ ყირიმის ანექსია მოჰყვა. ამ სვლამ საბოლოდ ცხადყო რუსეთის მიზანი, რომ შავი ზღვა მალე რუსეთის ზღვად იქცეოდა.


ცრუ ცნობები და გაბერილი რიცხვები, ცუდი ხარისხის კონტროლი იარაღის სისტემების განვითარებაში, ჯარისკაცების საბრძოლო განლაგება ვადაგასული რაციონის მქონე და კორუფციის სხვა მსხვილი და მცირე გამოვლინებები, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ბრძოლის ველზე, ამბობს ბენ ჰოჯესი. - რუსეთის შეიარაღებული ძალები სულაც არ იყო აღფრთოვანებული, მაგრამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა კიდევ უფრო უარესად გამოიჩინა თავი. დღეს ის ყირიმის უკან იმალება, უკრაინის სანაპიროსთან მიახლოებისაც კი ეშინია. მაგრამ უკრაინას პრაქტიკულად არ ჰყავს საზღვაო ძალები! ეს დიდ გავლენას ახდენს რუსეთის სახმელეთო შესაძლებლობებზე და მის საჰაერო თავდაცვაზე“.


„საბრძოლო მოქმედებებმა კარგად წარმოაჩინა რამდენად ღრმად აქვს კორუფციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ზოგადად ქვეყანაში ფესვები გადგმული. ფურცელზე გამოსახული მოდერნიზებული საომარი ტექნიკის გაბერილი ციფრები, მაგრამ სინამდვილეში მოძველებული შეიარაღება, ვიდეოში დაკუნთული ჯარისკაცები, მაგრამ ბრძოლის ველზე დაბეჩავებული და არასწორი საბრძოლო განლაგება, მკაფიოდ გამოსახავს დიდი დათვის რეალურ სახეს - ამბობს ბენ ჰოჯერსი. - რუსეთის არმიამ საერთოდ ვერ გაგვაკვირვა, უარესიც, ვნახეთ რისი მაქნისია მისი ფლოტი შავ ზღვაზე; დღეს, რუსეთის ფლოტი ყირიმში იმალება და უკრაინის სანაპირო ზოლთან მიახლოებისა ეშინია; არადა უკრაინას პრაქტიკულად არ აქვს საზღვაო ფლოტი“.


„მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის გამიკვირდა, - აგრძელებს გენერალ ჰოჯერსი, - რომ რუსეთს არც ერთი ამფიბიური ოპერაცია არ ჩაუტარებია, თუმცა ათასობით საზღვაო ქვეითი და ასობით სადესანტო ხომალდი ჰყავს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოიყენეს დანიშნულებისამებრ. რა უსარგებლო საშუალებაა! ველოდი, მენახა მათი სადესანტო ოპერაციები შავი ზღვაზე, უკრაინის მთელ სანაპირო ზოლზე, სადაც მათ შეეძლოთ უკრაინელების ფლანგიდან გასვლა და უზარმაზარ საფრთხის შექმნა ოდესისთვის, მაგრამ ისინი არც კი ცდილობდნენ, რადგან არ იყვნენ საკმარისად გაწვრთნილი, რათა საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობები გამოეყენებინათ. ბუქარესტში, რუმინეთის გენერალურ შტაბთან შეხვედრისას ეს ფაქტი დეტალურად განვიხილეთ და ერთ-ერთმა რუმინელმა დაზვერვის ოფიცერმა იხუმრა, რომ დღეს რუსი საზღვაო ქვეითების დოქტრინა ისეთია, რომ ისინი მხოლოდ ხმელეთზე უნდა გამოიყენონ.


როგორ შევაჩეროთ რუსეთი?


“ჩვენ არანაირი ზომები არ მიგვიღია, როცა რუსეთი საქართველოს, სირიასა და ყირიმს დაესხა თავს, მსოფლიო ვალდებულია შეიმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის, რომელიც ბოლოს მოუღებს რუსეთის რეგიონზე ზეწოლას“, - განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯსმა.


ბევრი ამერიკელი კანონმდებელი ეთანხმება ამ ინიციატივას. 12 ივლის, ნიუ-ჰემფშირის სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ, სახელწოდებით - შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი 2022 (Black Sea Security Act of 2022).


კანონპროექტის ამოცანაა შეერთებულ შტატებსა და შავი ზღვის რეგიონს შორის ინტეგრაციის გაძლიერება: კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული ყოვლისმომცველი სტრატეგია სამხედრო დახმარების გაზრდისა და ნატოსა და ევროკავშირთან კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. შავი ზღვის აუზის ქვეყნების დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცება. ამ დოკუმენტში შედის: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი (ბოლო სამი ნატოს წევრი ქვეყანაა).


გენერალი ჰოჯესი ამბობს: „დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის პოტენციალის 50%-საც არ ვიყენებთ შავ ზღვაში. საბაბად ხშირად მონრეალის კონვენციას მოიხსენიებენ, რომელიც ზღუდავს სამხედრო ნავიგაციას ბოსფორის გავლით და ეს არ არის სამართლიანი, რადგან კონვენციის მიხედვით,- თურქეთის მიერ გარკვეული ზომის ხომალდების გავლა მხოლოდ ოცდაერთი დღითაა ნებადართული. მეორე პრიორიტეტი, შავი ზღვის აუზში ეფექტური საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ორგანიზებაა“.


სტივენ ჰორელი: „კრემლი შავი ზღვის რეგიონს დასავლეთთან ეგზისტენციალური დაპირისპირების ზონად ხედავს. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, შავი ზღვის სხვა სანაპირო ქვეყნები (ბულგარეთი), რუსეთი თავის ე.წ „გავლენის სფეროს“ მოიხსენიებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სტრატეგიას აქვს გრძელვადიანი მიზნები“.


„თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის შეთანხმებული ქმედებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი რევანშისტული პოლიტიკის წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-სა და თურქეთს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება. „ძლიერი პასუხი იქნება მყარი ორმხრივი ურთიერთობების დამყარება თურქეთსა და რუმინეთსა და ბულგარეთს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ნატოს, არამედ მსოფლიო კონტექსტში, - სტივენ ჰორელი.




მასალა მომზადებულია golosameriki.com-ის სტატიის მიხედვით



თეგები:
შავი ზღვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up