„შეიძლება შეთანხმებები ხდება და პრემიერი ამბობს, რომ ეს დავარეგულიროთ...“- აკეთებენ თუ არა კარტერულ გარიგებებზე მინიშნებას მმართველ პარტიაში

„შეიძლება შეთანხმებები ხდება და პრემიერი ამბობს, რომ ეს დავარეგულიროთ...“- აკეთებენ თუ არა კარტერულ გარიგებებზე მინიშნებას მმართველ პარტიაში

access_time2023-02-09 13:30:46

„უნდა მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა... მინისტრებო დაიბარეთ მსხვილი იმპორტიორები,“ - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც სურსათისა და ნავთობის იმპორტიორები ფასების განგებ გაზრდასა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა.


 


საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ემყარება. სადაც ფასები არა პრემიერთან „დაბარებამ“, არამედ ჯანსაღმა კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს. რა უშლის ხელს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას. ამასთან დაკავშირებით პრემიერს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მმართველი პარტიის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  პაატა კვიჟინაძე „კომერსანტთან“ საუბარში მინიშნებას შესაძლო კარტელურ გარიგებებზე აკეთებს. მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა არა ფასების კონტროლზე, არამედ იმის დარეგულირებაზე, რომ მსგავსი გარიგებები არ მოხდეს:

 


„პრემიერს არ უთქვამს „ფასების კონტროლი“ როგორც სიტყვა, როგორც თქვენ ამბობთ. ეგ ნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკას ვწყვეტთ. არა, ჩვეულებრივად გრძელდება საბაზრო ეკონომიკა, ჩვეულებრივად იქნება დაცული, ყველანაირად, კონსტიტუციით და ყველაფრით. ოღონდ ყველა ქვეყანაში არის ანტიმონოპოლიური, კონკურენციის სააგენტოები. ყველა დასავლურ, ცივილიზებულ ქვეყანაშიც რაღაც შეთანხმებები ხდება ხოლმე და ასე შემდეგ. მით უმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. ამერიკაში, სადაც ათასობით და ათიათასობით მომწოდებელია, ეს თითქმის გამორიცხულია, მაგრამ იქაც კი აღწევენ ხოლმე ასეთ რამეს. საქართველოში შესაძლოა რაღაც პროდუქტზე ერთი, ორი ან სამი მომწოდებელი იყოს და აქ შეძლება იყოს ასეთი რაღაცები, შესაძლოა, შეთანხმებები მოხდეს და პრემიერი სწორედ ამას ამბობს, რომ ამნაირი რამე თუ არის სადმე, ეს დავარეგულიროთ. ზოგადად საბაზრო ეკონომიკას არავინ არ ეხება.


 


რატომ არის ეს 80%-იანი ფასნამატი ? ეს გულისხმობს, რომ ალბათ რაღაც შეთანხმებაა, თორემ იქ რომ კონკურენცია წავიდეს, თავისთავად ვიღაც 70%-ს დაადებს, ვიღაც ნაკლებს. კონკურენციის მთელი სიკეთე მაგაშია, რომ არ აძლევს საშუალებას ფასები გაიზარდოს,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.


 


მმართველი პარტიის წევრი არ ეთანხმება ეკონომისტების ნაწილის და ოპოზიციის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის განცხადება ეკონომიკური შინაარსისგან დაცლილი იყო და პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა. პაატა კვიჟინაძის თქმით, საკითხი იმდენად დიდია, რომ ამას მხოლოდ კონკურენციის სააგენტო ვერ აუვა თავის რესურსით და სწორედ ამიტომ დაავალა პრემიერმა მინისტრებს ამ საქმეში უფრო მასშტაბურად ჩართვა.

 


„პოლიტიკური ქულების დაეწერა რა შუაშია. კონკურენციის სააგენტო ამას გამოავლენს, მაგრამ იქ 10 თუ 20 თანამშრომელი მუშაობს, ის როგორ შეძლებს მაგას? ის რომ გვეტყვის, რომ ასეა, შემდეგ უნდა ჩაერთოს ყველა. კანონით ეს განსაზღვრულია და ყველამ უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი. ნუ წარმოვიდგენთ, რომ კონკურენციის სააგენტოს ყველა რაიონში წარმომადგენელი ჰყავს.

 


კონკურენციის სააგენტოს რა უფლება მოვალეობებიც აქვს, იმას ასრულებს. მას აქვს უფლება გამოავლინოს ეს, გადასცეს სასამართლოს და ასე შემდეგ. მაგრამ მას ასევე აქვს უფლება შეისწავლოს რაღაც საკითხი და გადასცეს ვინც ეს სთხოვა, მომზადებული საკითხი, თუ რა ხდება ამ დარგში,“- აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.



 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up