შემოსავლების სამსახური NBC News-ის სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციას უწოდებს

შემოსავლების სამსახური NBC News-ის სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციას უწოდებს

access_time2023-02-27 14:00:57

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია NBC News-ის ჟურნალისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოში 24 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ სიუჟეტში ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „საქართველოზე პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი გადის“ და „რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით თავს არიდებს“, სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა.


უწყება „სრული კატეგორიულობით აცხადებს“, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს სრულად და მტკიცედ იცავს და ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს.


„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, მათ შორის, რიგ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და სპეკულაცია.


საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს ახორციელებს.


აღნიშნულ პერიოდში რისკის პროფილები შეიქმნა, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.


ამასთან, სწორედ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურს საშუალება მიეცა, საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება მიეღო. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2 თანამშრომელმა ექსპერტის სერტიფიკატი უკვე მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, არის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო გზა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. ასევე, აღნიშნული გზა თურქეთს რუსეთთან აკავშირებს და მთელი ეს სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.


უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, სანქციები აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელორუსში შეტანასაც შეეხო, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში, ტვირთი რომ სანქცირებულად ჩაითვალოს, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება უნდა იყოს 50 000 აშშ დოლარზე მეტი (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან 50 000 ევრო და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით). აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება (აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად).


რაც შეეხება, ამავე სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს - თუნდაც ისინი ყოფილიყო აშშ-დან ან ევროკავშირიდან, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.


ასევე, სიუჟეტში ასახულ სატვირთო მანქანების რიგებს - ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, პერიოდულად შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე.


აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში არსებულ „ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტს ხშირად უწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი საბაჟო–გამშვები პუნქტი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს და შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულების ქვეყნებისკენ გადაადგილებას შეუფერხებლად ახორციელებენ.


რაც შეეხება ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბს, ძალიან სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორს არ უხსენებია, რომ ეს პროექტი ავტორიტეტული დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების - აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ფინანსდება. პროექტზე 2019 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი, სწორედ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით და ამავე წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა. შესაბამისად, უხერხულია მისი დაკავშირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობასთან მით უფრო, რომ ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე დამტკიცდა.


ნამდვილად დასანანია, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის მცდელობაც კი, იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდნენ „ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გასაკვირია საერთაშორისო მედიის მხრიდან.


შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ცალსახად არაპროფესიონალურად მომზადებული და მიკერძოებული სიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მისაღებად იმ სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up