ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დემოკრატიის წარმატებაში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც საელჩოს ფეისბუკგვერდზეა ნათქვამი, შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა.
„შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს.
შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. განცხადებას თან ახლავს სენატორ ჯინ შაჰინი და სენატორ დიკ დურბინის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გადაღებული ფოტო