“შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია“ -  სალომე ზურაბიშვილი

“შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია“ - სალომე ზურაბიშვილი

access_time2022-03-04 06:30:44

შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

დიახ, რუსეთის ყურადღება უკვე იყო ერთხელ მიპყრობილი საქართველოსკენ, რუსეთის ყურადღების მიპყრობა საქართველოსკენ ისტორიულად ძალიან ხშირად მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ, ყოველთვის შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ხაზი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია ორი დიდი სამხედრო ბაზით ამ ორ რეგიონში, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაიძრან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ შეცვალა მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და გუშინ უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ სამი ქვეყანა - „ასოცირებული ტრიო“ მიყვებიან იმავე გზას. ასე რომ, შენ შეგიძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია, ერის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ნიშნავს, რომ თავად ირჩევ მოკავშირეებს ან ორგანიზაციებს, რომლებთანაც გსურს ინტეგრირება “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პუტინი ძალიან მარტოა.



ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან შეაცვლევინოს აზრი. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, თუმცა მათაც არ მოსწონთ რუსეთის კურსი, მისი ქმედებები უკრაინაში. ის ძალიან მარტოა. როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული სათქმელია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მე არ ვხვდები პუტინს, არ ვიცნობ მას ახლოს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მასზე, მაგრამ ჩანს, რომ უფრო და უფრო აგრესიულია თავის გამოსვლებში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  თქვა პრეზიდენტმა cnn ის ეთერში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up