შესაძლოა, ფოიერვერკი დრონებმა ჩაანაცლოს

შესაძლოა, ფოიერვერკი დრონებმა ჩაანაცლოს

access_time2022-01-09 17:00:30

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი — თავისი ფეიერვერკებით, კონცერტებით და ღონისძიებებით. თუმცა ფეიერვერკების მიმზიდველობა, შესაძლოა, გაქრეს, რადგან სინათლის შოუებისთვის დრონების გამოყენების ტენდენცია იზრდება…

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და Over the Top NYE. ოლი ჰოვიტმა, SkyMagic-ის კრეატიულმა კოორდინატორმა, რომელმაც გასულ წელს ახალი წლის აღსანიშნავად 300 დრონი გამოიყენა, განმარტა, რომ ამ ტენდენციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს კი პანდემიამ გამოიწვია. “ვფიქრობთ, ეს მუდმივად განვითარებადი იქნება და არა — მოკლევადიანი მოდა, რომლითაც ხალხი იშვიათად დაინტერესდება”. 

ზემოხსენებულ მოსაზრებას ეთანხმება Mercia Marina-ს პარტნიორი და გენერალური მენეჯერი, რობერტ ნეფი. იგი ფიქრობს, რომ დრონების შოუებში გამოყენება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. “დიდი მოძრაობაა ფეიერვერკების წინააღმდეგ”. ნეფის თქმით, დრონების გამოყენების გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული, მათ შორის, ფეიერვერკების ცხოველებზე ნეგატიური ზემოქმედებით. “დრონებს ბევრი უპირატესობა აქვს… ისინი არ შეიცავს გამონაბოლქვს, შესაძლებელია მათი ხელახლა გამოყენება, არ ვარდება, არ აქვს ნამსხვრევები ან მსგავსი ნარჩენები. ამრიგად, დრონები ძალიან კარგი და მდგრადი ვარიანტია”. 

აშკარაა, რომ დრონებს გაცილებით მცირე გავლენა აქვს გარემოზე. თუმცა ერთ ნეგატიურ ასპექტს წარმოადგენს ელექტროენერგიისა და ლითიუმის ელემენტების გამოყენება. “ფეიერვერკების გამოყენების გარემოზე ზემოქმედება უმნიშვნელო და ძალიან ხანმოკლე იყო. ამასთან, ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ უფრო მეტ დაბინძურებას ღონისძიებებზე მიმავალი მანქანები იწვევს, ვიდრე ფეიერვერკები” — ამბობს ბრიტანეთის ფეიერვერკის ასოციაციის წარმომადგენელი.

საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ ფეიერვერკებისა და დრონების გამოყენება ურთიერთგამომრიცხავი არ არის. “ვფიქრობთ, ფეიერვერკი ძალიან კარგად მუშაობს დრონებთან ერთად. საერთოდ ვერ ვხედავთ მათი ერთმანეთით ჩანაცვლების საჭიროებას. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი გვექნება შოუების შესაქმნელად” — განმარტავს ჰოვიტი. მისი თქმით, ფეიერვერკი იძლევა ხმამაღალ, ემოციურ და ძლიერ შესრულებას… დრონები კი — ცაში ისტორიების მოყოლის შესაძლებლობას.



წყარო: marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up