ვალერიან მჭედლიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი დატოვა.
როგორც მჭედლიძემ თავად განაცხადა, მუშაობას კვლავ საჯარო სამსახურში, გარემოს დაცვის მიმართულებით გააგრძელებს.
საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.
ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის პოზიციაზე ერთი წლის წინ, 2021 წლის მაისში დაინიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, მანამდე კი, მხარის რწმუნებულის მოვალეობას პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი შეასრულებს.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"