გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს იარაღით არ დაეხმაროს და მოსკოვთან კავშირი მხოლოდ იმისთვის გამოიყენოს, რომ უკრაინიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს.
„ჩემი გზავნილი პეკინისთვის ნათელია: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში იმისათვის, რომ მოითხოვოთ რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანა და არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს“, - განაცხადა შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის, უკრაინის ომში გამოსაყენებლად, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.
23 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს.