შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ამ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ, ეს წარმატების წინაპირობაა -  ილჰამ ალიევი

შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ამ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ, ეს წარმატების წინაპირობაა - ილჰამ ალიევი

access_time2023-01-19 21:35:57

მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გაატაროს და სამიზნე 25 მლნ ტონაა.

„შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში. აზერბაიჯანს უბრწყინვალესი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან: დასავლეთით, საქართველოსთან და თურქეთთან, აღმოსავლეთით კი ცენტრალურ აზიასთან. ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაში დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს. ასევე, უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა მიიღოს და გაატაროს. 15 მილიონი ტონაა ჩვენი პორტების შესაძლებლობა. ამას ვაფართოებთ და ბიუჯეტში თანხები უკვე გავწერეთ - 25 მლნ ტონა იქნება ჩვენი სამიზნე. გვინდა, კიდევ უფრო მეტი საქონლის გატარება მოვახდინოთ, რადგან ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტით აღარ წარმოებს.


უკვე ვნახეთ, რომ ჩვენკენ დიდი მოცულობის ტვირთი წამოვიდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ამ პროცესის. ასევე, მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ნავთობის ტრანზიტული გატარება ყაზახეთიდან არა მხოლოდ თურქმენეთის მიმართულებით. ამ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს ჰიდრო ნახშირბადის გატარების. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ ყველა ამ ქვეყანამ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არა მარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ ჩვენთვის კომერციულადაც მიმზიდველი უნდა იყოს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up