ევროკავშირში მიღებული სანქციების შესაბამისად შვეიცარია, სადაც მსოფლიოს წამყვანი საათების მრავალი ბრენდია, რუსეთში ძვირადღირებული საათების და სხვა ფუფუნების საქონლის ექსპორტს კრძალავს. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა swissinfo.ch ბლუმბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება 18 მარტსმიიღო, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათვქამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს დღეებში შევა.
„ფუფუნების საქონლის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც შეიცავს ახალ სანქციებს, გავლენას ახდენს შვეიცარიის ასეთი საქონლის გლობალური ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილზე, თუმცა, კონკრეტული კომპანიები შეიძლება სერიოზულად დაზარალდნენ -ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Swatch Group-ის, Richemont-ისა და პრემიუმ ბრენდის Rolex-ის სახლი, შვეიცარია არის გლობალური გიგანტი ძვირადღირებული საათების წარმოებაში. თუმცა, რუსეთში გაყიდვები წარმოადგენს გლობალური ინდუსტრიის შემოსავლების მცირე ნაწილს.
რუსეთში და საზღვარგარეთ რუსებზე გაყიდვები Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს, ხოლო Richemont-ში 3%-ზე ნაკლებს შეადგენს.
შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო შვეიცარიული საათებისთვის, 260 მილიონი ფრანკი (278 მილიონი აშშ დოლარი) გადაზიდვებით.