სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში. ამის შესახებ სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ Twitter-ზე დაწერა.
„სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წევრობას“, - წერს იანეზ იანშა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებთ, „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ისტორიის ახალ ფურცელს შლის“.
ipn.ge