სოფლის მეურნეობის სამინისტროში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

access_time2023-03-14 11:30:24

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში CDC-ის მხარდაჭერით განხორციელებული/მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობის, მათ შორის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ზოონოზური დაავადებების კონტროლის/პრევენციისა  და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ  უზრუნველვყოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია, რაც შესაბამის ტექნიკურ ბაზებს, ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ცოდნას საჭიროებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო CDC-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა ისეთი მიმართულებებით, რაც ვერ იფარება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. საქართველო მსოფლიოს ნაწილია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რაც ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობა/კონტროლს  და ზოონოზური დაავადებების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რათა CDC-ის მხარდაჭერილი პროექტები მომავალშიც წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, CDC-ის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტების (ფრინველის გრიპის პროექტი (მიმდინარე), სურსათის მოწამვლების მოკვლევის პროექტი, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროექტი,  ცოფის პროექტი, ყირიმ-კონგოს პროექტი და სხვა განხორციელებული პროექტები) მიმდინარეობა და შედეგები.


CDC-ის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები. აღინიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხრიდან,  ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში,  სხვა უწყებებთან ერთად, თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების და CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ოფისის წარმომადგენლები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up