სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში  „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა

სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა

access_time2020-12-02 11:11:31



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძოსექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“  ფარგლებში გამართული ონლაინ შეხვედრა თემაზე „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. 

„მოგეხსენებათ, 2019 წლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში პლასტიკით გარემოს დაბინძურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მიზნით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ინიციატივა, რაც აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა შვედეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მომზადების მნიშვნელობაზე და  ხაზგასმით აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გარემოს დაცვის პოლიტიკის წარმოების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  როგორც ბიოდეგრადირებადი შეფუთვის ზოგად სტანდარტებს და საკვებ პროდუქტებში გამოყენების ხარისხის ასპექტებს, ასევე, შესაფუთი მასალის მწარმოებლებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. 
 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up