სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?

სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?

access_time2023-04-18 14:00:13

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაამარტივოს ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან ენგურის ხიდის გავლით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში.

ენგურგაღმა ბევრი ფიქრობს, რომ ასლან ბჟანიას ბრძანება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, ასვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კონკრეტული ჯგუფების ბიზნეს-ინტერესებს.

დოკუმენტი, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 31 მარტს მოაწერა ხელი, შეიცავს ენგურის გამყოფ ხაზზე განბაჟებისთვის ნებადართული საქონლის ჩამონათვალს, კერძოდ:

 

მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეული კულტურები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა

ცოცხალი შინაური ფრინველი

ფერმის საქონლის საკვები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების მოწყობილობები


საავტომობილო ტრანსპორტი

საავტომობილო სათადარიგო ნაწილები

საავტომობილო და სხვა საპოხი ზეთები, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებებისთვის

როგორც ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განმარტეს, ბრძანების შესაბამისად, იცვლება საქონლისა და მოწყობილობების ნუსხა, რომელთა გადაზიდვაც შესაძლებელია ენგურის გამყოფი ხაზის გავლით.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, რომელიც „ტრანზიტის საკითხზე აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ წევრია, განაცხადა, რომ ცვლილებები შევიდა პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის მიერ 2007 წლის 23 ივლისს ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც აზუსტებს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე გასატარებელი (ნებადართული) საქონლის ჩამონათვალს. მისი თქმით, დამტკიცდა პროდუქციის დამატებითი სია, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ტრანზიტით ან შიდა ბაზრისთვის.

„საუბარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მანქანების სათადარიგო ნაწილებზე, სატრანსპორტო საშუალებების საავტომობილო და საპოხ ზეთებზე. საზღვრის გადაკვეთისას საქონელი უნდა გაფორმდეს აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ, რომლის თქმითაც, ნაადრევია საუბარი აფხაზეთში რაიმე სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე, ვიდრე სათანადოდ არ აღიჭურვებიან საბაჟო და სხვა სამსახურები:

 

„საუბარია მოსახლეობისთვის განკუთვნილ თურქულ, ირანულ და სომხურ საქონელზე. თუ ადრე შეეძლოთ ხელბარგით 50 კგ-ის შემოტანა, ახლა ტვირთის წონა 600 კგ-მდე გაიზრდება“.

 

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამაც თქვა, რომ სიაში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება:

„ცვლილება შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ საქონლის ტრანსპორტირება მაქსიმუმ ავტომობილის საბარგულით ანუ გადაწყვეტილება არ ეხება იურიდიულ პირებს. ფიზიკურ პირებთან მუშაობისთვის, ჩვენ გვაქვს დაყენებული ტერმინალები, სადაც ისინი გადაიხდიან საბაჟო გადასახადს და გააგრძელებენ მგზავრობას “.

ენგურის გამყოფი ხაზის გასწვრივ კომერციული ტვირთების მოძრაობა სრულად აიკრძალა 2007 წლის ივლისიდან, აფხაზეთის მაშინდელი ლიდერის სერგეი ბაგაფშის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, თუმცა როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის - GRASS“-ის ანგარიშებშია აღნიშნული, სოხუმის მიდგომა ენგურის ხიდზე მიმდინარე პროცესებისადმი ყოველთვის გამოირჩეოდა ამბივალენტურობით, რაც გულისხმობდა ერთი მხრივ ვაჭრობის ოფიციალურად აკრძალვას, მეორე მხრივ კი თვალის დახუჭვას ყოველდღიურ საქონელბრუნვაზე.

2015 წლიდან მოყოლებული „ექსპორტისთვის“ ნებადართული ერთადერთი პროდუქტი თხილი იყო, დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვარზე“ ნებისმიერი სხვა საქონლის გადატანას „კონტრაბანდად“ აცხადებდა, თუმცა არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ არაოფიციალურად ენგურს სხვა საქონელიც უპრობლემოდ კვეთდა.



ვრცლად იხილეთ www.radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up