სოზარ  სუბარი  - დარწმუნებული  ვართ  გამარჯვებაში, არა მხოლოდ  სვანეთში, მთელს  საქართველოში

სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არა მხოლოდ სვანეთში, მთელს საქართველოში

access_time2021-08-25 16:30:00

„აქ წინა ხელისუფლება მარცხდებოდა მაშინაც, როცა მთელ საქართველოში დიქტატურა ჰქონდათ, როცა მთელ საქართველოში ახერხებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები და ბოლოს რომ ვერაფერი მოახერხეს, კოდორის ხეობა, რომელსაც ზემო აფხაზეთი დაარქვეს, შემოუერთეს მესტიის საარჩევნო ოლქს და იქ მყოფი 3000 ჯარისკაცი, ისე, რომ ხმას კი არ აძლევდნენ, უბრალოდ 3000 ჯარისკაცს აფორმებდნენ, თითქოს ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. აქ ყოველთვის არ ცდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხმა არ აპატია იმ ღირსების შელახვა, რომლითაც ისინი ეპყრობოდნენ“   - განაცხადა ურავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე. 



სოზარ სუბარი დაეთანხმა პრემიერს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და სვანეთი ამაში წელსაც იქნება მოწინავეთა რიგებში იქნება.



„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არამხოლოდ სვანეთში არამედ მთელს საქართველოში და ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს, არაერთხელ უღალატეს და გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საქართველო წავა იმ მტკიცე გზით, რასაც ჰქვია მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების გზა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.




სუბარმა მიმდინარე პროექტეჰესების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა.



„სვანეთში გადატყდა ის სიტუაცია, რაც იყო - დამოკიდებულება ჰესების მიმართ, აქ აშენდა ძალიან ბევრი ჰესი. ზუსტად ამ ჰესებიდან არის ის 9 მილიონი ლარი ადგილობრივი შემოსავალი. შენდება კიდევ არაერთი ჰესი, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესები, 10 მეგავატიანი, 8 მეგავატიანი, 50 მეგავატიანი. ეს უზარმაზარი წვლილია ჩვენს ეკონომიკაში და ენერგეტიკაში. მინდა მთელი საქართველოს გასაგონად აქედან ვთქვა, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა. მდიდარია ის ქვეყანა, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს. საქართველოს, სვანეთს აქვს ამის პოტენციალი და ეს უნდა განვითარდეს.



ერთი რამ უნდა ვთქვა ჩემს სოფელზე, ჭუბერი არის ადმინისტრაციული საზღვარი, კოდორის ხეობას ესაზღვრება, ეს არის სოფელი, რომელმაც რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მიიღო 1993 წელს და ბევრი მათგანი დღემდე ცხოვრობს იქ. ეს არის სოფელი, რომელიც გამორჩეულია თუნდაც თავისი პოტენციალით, ორი 8 მეგავატიანი ჰესია იქ აშენებული, რამდენიმე ასეთივე, დაახლოებით 10 მეგავატის ფარგლებში ჰესის პროექტი არსებობს და სადაც შენდება ნენსკრა ჰესი, ეს ჰესი ახლა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არის ჰესი, რომელიც სჭირდება საქართველოს, სვანეთს, ჩვენს განვითარებას. მას ჰყავს მოწინააღმდეგეები, მათ შორის ჩემი უახლოესი ადამიანები, ჩემი ბიძაშვილები მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. ის არ არის გაჩერებული ხალხის გამო, აქ სხვა პრობლემებია და იმედია ეს პრობლემები დაიძლევა. რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ჯერ კიდევ, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც იყო სვანეთში, ვიყავით ჭუბერში მათ შორის და ხალხს შევპირდით, რომ ჭუბერს ექნებოდა გზა, ეს არის 8 კმ გზა, საიდანაც 4.50 კმ არის რაიონული მნიშვნელობის, მუნიციპალური მნიშვნელობის, ხოლო 3.50 კმ არის სახელმწიფო მნიშვნელობის იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც დანარჩენს საქართველოს აერთიანებს კოდორის ხეობასთან. პირობა შესრულდა იმ ნაწილში, რომელიც რაიონს ეკუთვნის, 4.50 კმ არის აშენებული და 3.50 კმ არის ასაშენებელი. ეს 3.50 კმ უნდა დამთავრდეს აუცილებლად და ესეც იქნება სვანეთის და არა მხოლოდ ჭუბერის თხოვნა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up