სოზარ სუბარი - ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს, ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს

სოზარ სუბარი - ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს, ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს

access_time2022-06-28 23:00:00

ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია, ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


სუბარის თქმით, ასეთ დროს, მათი ძალა არის სწორედ სიმართლე.


„მართლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს, პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა. „ნაცმოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია. ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა ხშირად არის ხოლმე იქ გარკვეული ინტერესები, რომელი ინტერესებიც წონის მეგობრობას და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.



სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up