„ნაციონალებმა“ პირველივე ჯერზე დაარღვიეს მათ მიერვე ხელმოწერილი, უკვე ანულირებული დოკუმენტი, რითაც ბოლომდე გაანულეს ამ დოკუმენტის რამე ისტორიული მნიშვნელობაც კი, თუ ოდესმე ჰქონდა მსგავსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 თვის განმავლობაში არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. მას შემდეგ, რაც მოხდა დოკუმენტის ანულირება, არარსებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი და პირველივე შემთხვევაში, პირველივე ჯერზე დაარღვიეს მათ მიერვე ხელმოწერილი, უკვე ანულირებული დოკუმენტი, რითაც ბოლომდე გაანულეს ამ დოკუმენტის რამე ისტორიული მნიშვნელობაც კი, თუ ოდესმე ჰქონდა მსგავსი. გაანულეს მაშინ, როდესაც უარი თქვეს ამ დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ პრინციპზე“, - განაცხადა სოზარ საუბარმა.
პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო.
imedinews.ge