საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პარტიის „ხალხის ძალის“ ლიდერების, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის ტაილანდში მივლინება სახელმწიფო ბიუჯეტს 19,938 ლარი დაუჯდა.
ვიზიტი ქალაქ ბანგკოკში 2022 წლის 7-11 ნოემბერს შედგა. ანგარიშის თანახმად, ტაილანდს “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” 2-2 დეპუტატი სტუმრობდა.
მათი ხარჯები ასე ნაწილდება:
• სოზარ სუბარი (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• დიმიტრი ხუნდაძე (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• გელა სამხარაული (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი;
• ირმა ზავრადაშვილი (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი.
შესაბამისად, პარლამენტართა ბანგკოკში მივლინება 39,876 ლარი დაჯდა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს დეპუტატები ტაილანდთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები არიან.
“ვიზიტის პერიოდში მეგობრობის ჯგუფმა შეხვედრები გამართა ტაილანდის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში: საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან; ტურიზმის კომიტეტთან; მიწის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტთან.
დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგას გაუზიარა ინიციატივა დაამეგობრონ ისტორიული ქალაქები მცხეთა და აიუატაია, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ორივე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძელგებს შორის იკავებს ადგილს,”- ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე.