SpaceX-ის ღირებულებამ 140 მილიარდ დოლარს მიაღწია და აშშ-ში ყველაზე ძვირიანი კერძო კომპანია გახდა. ივლისში SpaceX-ი 127 მლრდ დოლარად შეფასდა, ახლა კი 140 მლრდ დოლარად.
კომპანიამ ბოლო კვირებში სხვადასხვა ფასები განიხილა, მაგრამ საბოლოოდ 140 მილიარდი დოლარის ღირებულების სატენდერო შეთავაზება დააკმაყოფილა. უცნობია მოიზიდავს თუ არა კომპანია კაპიტალს დაფინანსების საწყის რაუნდში.
SpaceX-ი ჰოთორნში, კალიფორნიაში მდებარეობს და კომერციულ კოსმოსურ ბაზარზე დომინანტის როლი უჭირავს. კომპანია ორბიტაზე აგზავნის ტვირთს კერძო მომხმარებლებისთვის, NASA-სთვის და სხვა სამთავრობო უწყებებისთვის, გადაჰყავს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე, მანვე გაუშვა პირველი კერძო მისია კოსმოსური ტურისტებისთვის. SpaceX-ი ასევე აშენებს ათასობით Starlink თანამგზავრის მასივს, რათა ინტერნეტი დედამიწაზე გადასცეს.