სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-04-10 14:20:09

მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძესა და საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა მიუღებელია.

„დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, დღევანდელი შეხვედრისთვის. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ასევე მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის დღეს- დამოუკიდებელი და თავისუფალი. თავისუფალი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევებისგან. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა. იქნება ეს შიდა ჩარევა, მთავრობის მხრიდან თუ სხვა, ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. მოსამართლეების მიმართ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ყოველთვის მზადაა მოისმინოს ინფორმაცია მოსამართლეებისგან და მათი წუხილი გაიზიაროს.

„თქვენ იცით, რომ მე პირადად, ჩვენი ხელისუფლება, მაქსიმალურად ვერიდებით რაიმე ფორმით ზედმეტ კონტაქტსაც კი და ჩვენ გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს, მაქსიმალურად გავქვს შემცირებული ეს კონტაქტები, შეხვედრები და ა.შ. რა თქმა უნდა, სურვილი იქნება და რაიმე კონკრეტულ საქმეს შეეხება, მე ყოველთვის მზად ვარ როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რომ მოვისმინო ინფორმაცია მოსამართლეებისგან, გავიზიარო მათი წუხილი და ამის შემდეგ ჩვენ დავიგეგმოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთად,"- განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.


 

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე - მიიღო თუ არა პრემიერმა დიმიტრი გვრიტიშვილისგან ინფორმაცია ზეწოლაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

 

„მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up