ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას Twitter-ზე ეხმაურება. ის საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„აი, რამდენად ზრუნავს ხალხი ლიბერალურ დემოკრატიაზე, როდესაც და სადაც არ უნდა იყოს ის საფრთხის ქვეშ. სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!“ — წერს ევროპარლამენტარი.