„სრული სიყალბე და ჭორაობა“ -  „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი NYT-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

„სრული სიყალბე და ჭორაობა“ - „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი NYT-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

access_time2023-01-15 15:15:13

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას  „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით“ ეხმაურება და წერს რომ ის, რაც ამერიკულ გამოცემაში წერია სრული სიყალბე და ჭორაობაა. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო.

 


The New York Times აქვეყნებს შეკვეთილ, დეზინფორმაციულ სტატიას საქართველოს შესახებ, რომელშიც რუსი ავტორი, ივან ნეჩეპურენკო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ჭორებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. დეზინფორმაციის გასამყარებლად რუსი ავტორი წერს, რომ საქართველო - რუსეთის საზღვარზე ბევრი ტრაილერი დგას.

 


რუსი ჟურნალისტის ჭორაობას კოორდინირებულად ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი მედია. მათ მყისვე აიტაცეს ყალბი სტატია და ყველა პლატფორმაზე განათავსეს.

 



სინამდვილეში, რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. საქართველო მტკიცედ იცავს დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების პირობებს. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო! საბაჟო გამშვები პუნქტები პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან.

 

სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ნაცმოძრაობისთვის დავალებების მიმცემების მიერ კოორდინირებული, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.

 

რაც შეეხება რუს ჟურნალისტს, ივან ნეჩეპურენკოს, ეს ადამიანი ცნობილია ყალბი დაკვეთილი სტატიების გავრცელებით. ზუსტად ერთი წლის წინ მან გაავრცელა დეზინფორმაციული, შეკვეთილი სტატია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.

 

2016 წელს ნეჩეპურენკოს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც დასტურდება მისივე ინსტაგრამის გვერდიდან. ის აქვეყნებს ფოტოს, რომელიც აფხაზეთში ყოფნის დროს გადაიღო.

 

გარდა ამისა, ღიად აფიქსირებს კრემლისადმი ლოიალურ განწყობას. ის საჯაროდ აღნიშნავს День Победы-ს წითელ მოედანზე“, - ნათქვამია Facebook-ის გვერდზე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up