2021 წლის 29 სექტემებრს, სასტუმრო სტამბაში სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UNDP) განვითარების პროგრამის მიერ.
ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას ახლად არჩეული ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე - სოფიო დუღაშვილი წარუდგინა.
მომხსენებლებმა სტუმრებისათვის მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის და მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულების პრეზენტაცია გააკეთეს.
პრეზენტაციის დასასრულს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიამ, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ა(ა)იპ ,,სააქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და ა(ა)იპ ,,სააქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარეებმა თორნიკე ბაქრაძემ და ლაშა ნოდიამ.
მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვან გამოყენებაზე, აგრეთვე მისი დარღვევის შემთხვევაში, მედიატორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილია მედიატორთა ეთიკის კომისია.
(R)