თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის წარდგენისას, საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დაინტერესდა რატომ ესწრებიან თბილისის საკრებულოს სხდომას მმართველი პარტიის მხარდამჭერები.
"ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდნენ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები?! ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ, თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ?" - მიმართა ცოტნე კობერიძემ კახა კალაძეს.