30 ივლისს, Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - “Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”.
გუშინ, 28 ივლისს, გაიმართა ნახევარფინალური შეჯიბრება და გამოვლინდა 10 რეგიონალური ფინალისტი თორმეტი ქვეყნიდან. ფინალისტებს შორის მოხვდა ოთხი ქართული სტარტაპი: Phubber, Stack, Elven Technology და Cardeal.
რეგიონალური ფინალისტების სრული სია ქვეყნების მიხედვით კი, ასე გამოიყურება:
- ForgeFiction – Armenia
- Botbox pro – Azerbaijan
- Phubber – Georgia
- Stack – Georgia
- Elven Technologies – Georgia
- Cardeal – Georgia
- Smapplab LTD – Hungary
- Izibac Educational SRL – Romania
- Stroma Vision – Turkey
- Bicovery - Ukraine
30 ივლისს, ჟიური 10 რეგიონალური ფინალისტიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის, 1 000 000 დოლარის მოსაგებად.
„Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ, რომელიც მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდია.
ღონისძიება საქართველოში კომპანია აჭარაბეთის და სილქნეტის მხარდაჭერით იმართება
დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე
(NS)