აუქციონზე Heritage Auctions ვიდეოთამაშის Super Mario Bros. კარტრიჯი 114 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Verge-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.
imedinews.ge