„როდესაც ჩავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება 4 პროცენტს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ეს იქნება რესტორნები და სხვა დანარჩენი ბიზნესი. ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს იმისთვის, რომ ყველა წესი იყოს დაცული. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება - პირბადის ტარებაზე მონიტორინგი გამკაცრდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ხვალ საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირე ბით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.