ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა,(რეზიდენციით ქ.სოფია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე,ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა აღნიშნა,რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ, (2019 წლის თებერვალი) საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაციის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო პირობები შეიქმნა.
განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის მისწრაფება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ,ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის სფეროში გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.