თბილისი და მოსკოვი  რევერანსებს ცვლიან... ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან სოლიდარობის არარსებობა პოლიტიკური მუხთლობაა - უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან... ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან სოლიდარობის არარსებობა პოლიტიკური მუხთლობაა - უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

access_time2023-01-20 10:00:02

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია და მისასალმებელი იქნება.

 

 

ოლეგ ნიკოლენკო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების შექებას და შემდგომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, თბილისსა და მოსკოვს შორის რევერანსების გაცვლას უწოდებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებისა და ოკუპაციის ფონზე ხდება.

 

 

„საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების პასუხად გააკეთა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება  უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებზე არმიერთებისთვის შეაქეს.


 

 

თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს რევერანსებს უცვლიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებისა და ქართული ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინისა და საქართველოს მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კურს ევროკავშირის წევრობისკენ.

 

 

უკრაინა როგორც სახელისუფლებო, ისე ხალხის დონეზე, ყოველთვის საქართველოს მხარდამხარ იდგა, მის ისტორიაში  განსაკუთრებით მძიმე დღეებში. გენოციდურ ომში რუსეთის მიერ უკრაინელების განადგურების მცდელობის ფონზე, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ქმედითი სოლიდარობის არარსებობა - პოლიტიკური მუხთლობაა.

 

 

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევასა და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში  საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა შეესაბამება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებსაც,“ - წერს ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up